14-08-2022
უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინ-კაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე, არ მოგესმათ, ომის დაწყებიდან 36-ე დღეს!!! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს.
მისი თქმით, ყველაფერი კანონიერი იქნებოდა, რომ არა უკრაინა-რუსეთის ფართომაშატაბიანი ომი და ბორის ბაუმის კომპანიების წარმომავლობა, კომპანია "1×Bet" რუსული კომპანიაა.
"ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინ-კაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე, არ მოგესმათ, ომის დაწყებიდან 36-ე დღეს!!! ყველაფერი კანონიერი იქნებოდა, რომ არა..... უკრაინა-რუსეთის ფართომაშატაბიანი ომი და ბორის ბაუმის კომპანიების წარმომავლობა. კომპანია "1×Bet" რუსული კომპანიაა, დაფუძნებული 2015 წელს რუსეთის მოქალაქეების რომან სემიოხინის, სერგეი კარშკოვის და დიმიტრი კაზორინის მიერ. ცნობილია რომ ეს კომპანია გამოირჩევა რუსეთის მხარდაჭერით რუსეთ-უკრაინის ომში. აი ამ კომპანიას და კრიმინალურ ავტორიტეტს ბორის ბაუმს ლობირებს "რუსეთის დაუძინებელი მტერი" და უკრაინის "პატრიოტი" დავით არახამია.
ამჟამად, კარტები გახსნილია, ბორის ბაუმი გაქცეულია, შეგროვებულია 25000 ხელმოწერა ამ მტრული კომპანიებისთვის ლიცენზიის შეჩერების თაობაზე, უკრაინელები ელოდებიან ვის მხარეს დაიჭერს პრეზიდენტი ზელენსკი. არახამიას კი ვურჩევ თავის თავს მიხედოს, მასაც გასაქცევად არ გაუხდეს საქმე და მოეშვას ქართულ ტელე-ეკრანებიდან კეკლუცს" - წერს ნინო ფოჩხუა Facebook - ზე.