გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა - ერთმა, რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა მხარი აუბეს

14-08-2022

ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს ამბავი აქვთ ატეხილი - აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„დღეს დილიდან ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს აქვთ ატეხილი ამბავი - აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო.


ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. ილვესი დავალებას ასრულებს - ეს გასაგებია. სამწუხარო ის არის, რომ ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი ამ რეზიდენტულ საქმიანობაში საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა - ერთმა რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა აუბეს მხარი. ქვეყნის წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში სააკაშვილის ტელევიზიებს ცხადია პარტნიორებიც სჭირდება და არ დაახანა. ფოტოებზე ხედავთ 1% იან ლელოს, 1% იან სტრატეგიას და სამწუხაროდ, ეს ქალი ვინაა და რას წარმოადგენს არ ვიცი. მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი სახე და მიზნები - ასე რომ, წერეთ და იკითხეთ...“- წერს ნიკოლეიშვილი.