15-08-2022
ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში.
„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით.
ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-თ მეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.