გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესზე საქართველომ მასშტაბური კვლევის შედეგები წარადგინა

16-08-2022

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოშიგამართულ ნიადაგმცოდნეთა 22-ე მსოფლიო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე აღმოსავლეთ სქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე“  წარსდგა.


წელს, კონგრესის თემა „ნიადაგმცოდნეობა - საზღვრების გადალახვა, საზოგადოების შეცვლა“ ფოკუსირებული იყო ნიადაგსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირზე, სესიები მოიცავდა ნიადაგის სისტემების, პროცესების, მართვის, მთელს მსოფლიოში ადამიანის მიერ ნიადაგზე გავლენის და გამოყენების საკითხებს.


ნიადაგმცოდნეობის კონგრესს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მთელი მსოფლიოდან 3000-ზე მეტი ნიადაგმცოდნე ესწრებოდა.


კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.


ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესი 2022 ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების (IUSS) და დიდი ბრიტანეთის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებების (BSSS) ორგანიზებით გაიმართა.