გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ამერიკელების წნეხის ქვეშ მყოფმა შვეიცარიულმა საბანკო სისტემამ გადაწყვიტა სა-რეკეტო გზით გააკოტროს ივანიშვილის კანონიერი საფინანსო მდგომარეობა, რაშიც საქართველოს ხელისუფლების ჩამოშლის საწინდარს ხედავს

17-08-2022

„საქართველოს სასამართლო სისტემის ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლაა, როგორც მინიმუმ აქაც უკრაინულ პრეცენდენტს ჩაეყაროს საფუძველი“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით საქართველო შევიდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე ორ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების მოგერიების ფაზაში.

 

„საინტერესო ეპოქაში გვიწევს შესვლა, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა ჰქვია, ამჯერად უკვე სტრატეგიული პარტნიორის გაუგებარი, აწ უკვე არაორაზროვანი ქმედებებისაგან. ორ ფრონტზე ბრძოლა საქართველოს მაინც მოუწია, ომის პარტიამ თავის მიზნებს - გარკვეულწილად, მაინც მიაღწია. პირველ ეტაპზე - მან რუსეთს გაუწია პარტნიორობა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში.

 

ამჟამად აშშ-ს დახმარებით, მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის ოკუპირების მცდელობა, სწორედ იმ "კეთილი ზრახვებით, რომლებითაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზებია მოფენილი". ამ "კეთილ ზრახვებში", ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ძირითადი მიმართულება:

 

1) თავისი უკრაინული ფილიალის და ადგილობრივი მავნებლების მეშვეობით, ქვეყნის რუსეთთან ფიზიკურ, სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისკენ აკვიატებული ზეწოლა, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები არც ემიჯნებიან მკაფიოდ და არც გმობენ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უპირობოდ მხარდაჭერის პოზიციებიდან;

 

2) საქართველოს სასამართლო სისტემის ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლა, მიზანმიმართული მცდელობა, როგორც მინიმუმ აქაც უკრაინულ პრეცენდენტს ჩაეყაროს საფუძველი, სადაც ამერიკელების ზეწოლით 2021 წლის ივნისში ქვეყნის რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, სასამართლოს უზენაესი საკვალიფიკაციო კოლეგიის მიერ მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების ახალი წესის თაობაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ამ პროცესში მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტ-წარმომადგენლებს;

 

3) ბიძინა ივანიშვილის მიმართ "გამოუცხადებელი ომი", თუნდაც შვეიცარიული, აქამდე "სანიმუშო" საბანკო სისტემის წლობით დაგროვებული საერთაშორისო ავტორიტეტის დამხობის გზით. ამერიკელების წნეხის ქვეშ მყოფმა სისტემამ, გადაწყვიტა სა-რეკეტო, სა-რეიდერო, ბანდიტურ/მაფიოზური გზით გააკოტროს ივანიშვილის კანონიერი საფინანსო მდგომარეობა - რაშიც ხედავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ჩამოშლის საწინდარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე - საქართველო რეალურად შევიდა პუტინის რუსეთისა და ბაიდენის ამერიკის მხრიდან, ქვეყნის გადარჩენის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე ორ ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების მოგერიების ფაზაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ამ "ჩამოსხმის" ხელისუფლების პირობებში, საქართველოს, როგორც პატარა ბიბლიურ დავითს, აქვს ყველა შესაძლებლობა დაამარცხოს მასზე ფიზიკურად ძლიერი გოლიათები“- წერს ქართველიშვილი.