გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17-08-2022

ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას უწყობს ხელს.


მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგემილია კრწანისის ტყეპარკში არსებული ეკოსისტემის აღდგენა, რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის მოწყობა.


„შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფცია, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


პროგრამის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკის შიდა გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა - 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები; მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო.


გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას.


კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.