გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის სამინისტროში საუკთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს

17-08-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. 


წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს.


აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.