გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დე ფაქტო აფხაზეთის მიერ შემოღებული უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება

14-06-2018

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ე.წ ბრძანებას 15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ მის განცხადებაშია აღნიშნული. 

"15 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთის რესპუბლიკებში ტურისტული მიზნებისთვის შესვლა აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების მეშვეობით ვიზის მიღების გარეშე იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება. მიღებული გადაწყვეტილება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელი მოსკოვში 2018 წლის ფხებურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ფეხბურთის მსოფლიო ჩემიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება. 

ipress