გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია ცაგარეიშვილი: კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა

17-08-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა.


„ზუსტად ვიცი, საიდან დაიწყო პოლარიზაცია ამ ქვეყანაში, რა ერქვა მას და ვინ იყვნენ პოლარიზაციის მთავარი აქტორები, ვინ აკავებდა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით - ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. დღეს ამას ჰქვია რადიკალური ოპოზიცია - „ნაცმოძრაობაზე“ ტკიპებივით მიკრული წვრილფეხობა, რომელიც ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს საზოგადოებაში. ამაზე პირდაპირ უნდა ვისაუბროთ, ამიტომ ცოტა ყურისმომჭრელი იყო, როცა ე.წ. გავრილოვის ღამეზე იყო საუბარი. ვინ და ქალბატონმა ელჩმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არსებული პოლარიზაციის ერთ-ერთ მიზეზად „გავრილოვის ღამეს” ასახელებს.