17-08-2022
ეეხ, ქალბატონო ელჩო, აკი გირჩიეთ, "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". "გავრილოვის ღამე"- რამ გათქმევინათ?! ან დახმარებას რომ გვამადლით... - ასე ეხმიანება რეჟისორი გოგა ხაინდრავა შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას და NATO-ს მისიებში საქართველოს წვლილს ახსენებს.
„ეეხ, ქალბატონო ელჩო, აკი გირჩიეთ: "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". "გავრილოვის ღამე"- რამ გათქმევინათ?! ან დახმარებას რომ გვამადლით... საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებში: 20 000 მებრძოლი, 42 დაღუპული, 293 დაჭრილი, 52 ხეიბარი. 4 მილიარდი ლარი მწირი ბიუჯეტიდან. ვინ ვის დაეხმარა?“ - წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.