გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ხალხს არ აინტერესებს "მასობრივი პროტესტი", თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე. თორემ, შენი "კამუფლაჟისა და ავტომატის" ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან

18-08-2022

„როცა ხედავ, რომ ხალხი კონცერტებზე, რესტორნებში, პლაჟზე დადის ხომ უნდა მიხვდე, რომ სულ შენზე ჰკიდიათ "მასობრივი პროტესტი და შენობების აღება"? იცი, როგორ არ იცი, მაგრამ ბოღმა ხარ და თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე“- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.

 

„გირჩი - როცა ხედავთ, მსოფლიოში გლობალური სიტუაციის მიუხედავად, შენს ქვეყანაში ცხოვრება დუღს, ხალხი კამუფლაჟებით და ავტომატებით კი არა, კონცერტებზე, ფესტივალებზე, პლაჟებზე, რესტორნებში დადის, აბა საპნის ბუშტი არ ხართ და ბლა, ბლა, ბლა? როცა ხედავ, რომ ხალხი კონცერტებზე, რესტორნებში, პლაჟზე დადის ხომ უნდა მიხვდე, რომ სულ შენზე ჰკიდიათ "მასობრივი პროტესტი და შენობების აღება"? იცი, როგორ არ იცი, მაგრამ ბოღმა ხარ და თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე, თორემ შენი "კამუფლაჟის და ავტომატის" ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.