გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შალვა რამიშვილი: კვირებია ვუსწრებთ “ტვ პირველს”; ეს მიანიშნებს, რომ მაყურებელი დაიღალა გაუთავებელი ტელე-ისტერიის ყურებისგან და ყოველდღიურად დაანონსებული აპოკალიფსისგან

18-08-2022

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში სატელევიზიო რეიტინგის ცხრილს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია „Postv” რამდენიმე კვირაა უსწრებს “ტვ პირველს“.

 

მისივე თქმით ეს ტენდენცია მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, მაყურებელი, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, დაიღალა ამ გაუთავებელი ტელე-ისტერიის ყურებისგან, გამოგონილი ამბებისგან და ყოველდღიურად დაანონსებული აპოკალიფსისგან.

 

„ერთი საინტერესო ტენდენციის შესახებ მინდა მოგიყვეთ. მე არ მჩვევია “პოსტვ”-ს რეიტინგებით მარიაჟობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მოკლე დროში მოვახერხეთ მაყურებლის საკმაოდ დიდი აუდიტორიის მომხრობა. დღეს მინდა გაჩვენოთ ჩვენი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც უკვე კვირეებია ვუსწრებთ “ტვ პირველს”. ეს ტენდენცია მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, მაყურებელი, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, დაიღალა ამ გაუთავებელი ტელე-ისტერიის ყურებისგან, გამოგონილი ამბებისგან და ყოველდღიურად დაანონსებული აპოკალიფსისგან. ნაც.მედიებო გაგვეშვით რა!“- წერს რამიშვილი.