გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იმერეთში სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

18-08-2022

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, იმერეთის რეგიონში, სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება განახორციელა. ცენტრის სპეციალისტებმა სანერგეების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შეაფასეს.


საქართველოს მთავრობის დადგენილების „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალას და ნერგებს“ თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია, უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტი მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას და, საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირების ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გასცემს.


დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს.


კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში რეგისტრაციის სურვილის მქონე სანერგემ განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და წარუდგინოს სავალდებულო დოკუმენტაცია.


სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.