14-06-2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 მაისს შეავსო.
გიორგი გახარია 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1994-2000 წლებში ის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და მიღებული აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2002-2004 წლებში გახარიამ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა უმაღლესი ბიზნეს სკოლა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.
რაც შეეხება გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლიდან 2016 წლებში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.
გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე, მარიკა ფანცულაია, რომელიც პროფესიით ექიმი - ბაქტერიოლოგია და ერთი ქალიშვილი, 8 წლის ანნა გახარია, რომელიც მოსკოვშია დაბადებული.
საანგარიშო პერიოდშივე ნაღდი ფულის სახით მარიკა ფანცულაიას ჰქონდა 6000 ლარი, ფულადი თანხის წყაროდ მითითებულია დანაზოგი, გიორგი გახარიას კი ჰქონდა 12 000 ლარი და 5000 აშშ დოლარი. ორივე ფულადი თანხის წყაროდ ასევე მითითებულია დანაზოგი.
დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაიამ საჯარო რეესტრში, 2018 წლის 3 იანვარს, 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.
გიორგი გახარიას კი 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალიშვილის სწვალის საფასური 5220 ევრო დაუჯდა, მშობლების საცხოვრებელი ბინის რემონტი 50 000 ლარი და ასევე მამას - ზაურ გახარიას 120 000 აშშ დოლარი აჩუქა.
სადაზღვევო სესხის სახით კი აღებული აქვს 2102 აშშ დოლარი, გასავალი ჰქონდა 1100 დოლარი.