გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ გარიყულაში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება

19-08-2022

კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ გარიყულაში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ჯაბა ბროლაძემ და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი დარბიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
სოფლის გზის მოწყობის სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ევრობეტონი“ახორციელებს.
გზის სიგრძე 140 მეტრია, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 32 214 ლარია.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, გზა რელიეფიდან გამომდინარე რთულია, შესაბამისად მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. მისი ბეტონის საფარით მოწყობა აუცილებელი იყო. რეაბილიტირებული გზა გადაადგილებისას უსაფრთხო იქნება.