გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: ისევ იძულება ამერიკის საელჩოდან; ჯერ იყო და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ახლა ვითომ არაფერი მომხდარა და ქვეყნის მტერი არასამთავრობო ისევ ჩააყენეთ ქვეყნის დესტაბილიზაციის ფერხულშიო, ეს გამაოგნებელია

19-08-2022

„არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ საქართველოს მოსახლეობას დავიწყებოდა ის ინციდენტი, რაც ბოლო არჩევნებს უკავშირდებოდა. სამი თვე აჯანჯღარებდა ქვეყანას ISFED, სანამ სიმართლე დამტკიცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ქვეყანა გადარჩა“- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ს საელჩოს მიერ ISFED-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

მისი თქმით აღარ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა სხვისი კარნახით იმართებოდა ქვეყანა!

 

„არ გასულა დიდი დრო და ისევ იძულება ამერიკის საელჩოდან. ამჟამად "ბრძანება" არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს ეხება. არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ საქართველოს მოსახლეობას დავიწყებოდა ის ინციდენტი, რაც ბოლო არჩევნებს უკავშირდებოდა. სამი თვე აჯანჯღარებდა ქვეყანას ISFED, სანამ სიმართლე დამტკიცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ხელისუფლებამ გაიმარჯვა და ქვეყანა გადარჩა.

 

ჯერ იყო და მთავრობის შეცვლა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ახლა ვითომ არაფერი მომხდარა და ეს ქვეყნის მტერი არასამთავრობო ისევ ჩააყენეთ ქვეყნის დესტაბილიზაციის ფერხულშიო, გამაოგნებელია ეს ყველაფერი. სამოქალაქო საზოგადოება- სახელწოდებაც გვიჩვენებს, როგორი კეთილშობილური საქმეების კეთება შეუძლია ქვეყნისთვის საზოგადოებას, გაერთიანებულს არასამთავრობო ორგანიზაციაში და არა ადამიანების დაჯგუფებას, მართულს გარედან შავბნელი ძალების მიერ. აღარ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა სხვისი კარნახით იმართებოდა ქვეყანა!“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.