გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვინ არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე

14-06-2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. მამუკა ბახტაძემ განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით მიიღო. შემდეგ მაგიტრის ხარისხის მისაღებად სწავლა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.


მამუკა ბახტაძეს 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. იგი არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მინისტრად დანიშვნამდე, 2013 წლის აპრლიდან 2017 წლის 13 ნოემბერამდე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. ასევე, 2010-2012 წლებში იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე, აგრეთვე, „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელია.