გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში დასუფთავების აქცია ჩატარდა

20-08-2022

ონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა.


გარემოსდაცვითი ღონისძიება 20 აგვისტოს, ბარი-მრავალძლის საავტომობილო გზის მიმართულებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ააიპ ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელმა ონში.
აღნიშნული კამპანიის მიზანია რაჭის ბუნების დაცვა და ეკოსისტემის გაუმჯობესება.
მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, სუფთა გარემოს მნიშვნელობის გაცნობიერებას და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.
გარემოსდაცვითი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად ჩატარდება.