გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

21 აგვისტო ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21-08-2022

დღეს ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. უკვე მეორე წელია საქართველო ქართველი გენერლის დაბადების დღეს სამშობლოში აღნიშნავს. ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ეროვნულ გმირის საფლავი თაიგულებით შეამკეს და საქართველოსთვის ქართველი გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.


ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს. გადმოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. გენერალი მშობლიურ მიწას 2021 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს.


გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.