გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში

21-08-2022

გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.


"დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.


სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.


„არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - მისი ეს სიტყვები სწორედ საქართველოს, მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიოების უკვდავების იდეას განასახიერებს.


ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გასულ წელს შესაძლებლობა მოგვეცა გიორგი კვინიტაძის ნეშტი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სამშობლოს მიწისთვის მიგვებარებინა.


დიდი მამულიშვილის, გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.