22-08-2022
ამერიკის საელჩომ "ISFED"-ის დაცვით, საელჩო ხომ იმას გვეუბნება, რომ მათი უსიტყვოდ მორჩილი "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში თან რევოლუციის გზით. გვეუბნებიან, დავბრუნდეთ იქ, საიდანაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხული იყო თავის დაღწევა. მიკვირს როგორ უნდა დაუჭირო მხარი ორგანიზაციას, რომელიც ბევრჯერ არის ტყუილსა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში შემჩნეული“-ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ხალხის ძალა’’ მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
მისი თქმით ამ რეპუტაცია გაფუჭებული, ქვეყნის დესტაბილიზაციაში ჩართული ორგანიზაციის გაკარება, არანაირი ფორმით, არ შეიძლება ქვეყნის მართვის საქმეში.
„მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ამერიკის საელჩო გამიჯვნოდა ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავებას და დესტრუქციულ ძალებთან ურთიერთობას, როგორც "ხალხის ძალის" დღევანდელი წერილის წაკითხვისას გავიგე, კვლავ გრძელდება. "ISFED"-ის დაცვით, საელჩო ხომ იმას გვეუბნება, რომ მათი უსიტყვოდ მორჩილი "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში თან რევოლუციის გზით, (არჩევნებით რომ გამორიცხულია, იციან). ე.ი. რას გვეუბნებიან, დავბრუნდეთ იქ, საიდანაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხული იყო თავის დაღწევა. მიკვირს როგორ უნდა დაუჭირო მხარი ორგანიზაციას, რომელიც ბევრჯერ არის ტყუილსა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში შემჩნეული და არა მარტო შემჩნეული, აღიარებულიც კი აქვს, ისიც კი აღიარა მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომ ის ცდომილება, რაც მაშინ მიზანმიმართულად დადო ამ ორგანიზაციამ, წინასწარ იცოდა ამერიკის საელჩომ. ეს ყველა დასავლურ ქვეყანაში უპრეცედენტო სკანდალს გამოიწვევდა, მაგრამ აქ აპატია ხელისუფლებამ და მიუხედავად ყველაფრისა, გააგრძელა მასთან მუშაობა, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ ამ რეპუტაცია გაფუჭებული, ქვეყნის დესტაბილიზაციაში ჩართული ორგანიზაციის გაკარება, არანაირი ფორმით, არ შეიძლება ქვეყნის მართვის საქმეში“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.