გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლატარია: მოძრაობა „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს და საზოგადოება ამას შეეგუოს

22-08-2022

,,მაინც ვერ გავიგე, როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო იმ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან? როგორ შეიძლება, რომ აღიარების შემდეგაც კი ,,ისფედი" მიიჩნიო რაიმე კრიტერიუმით სანდოდ?’’- ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია მოძრაობა ,,ხალხის ძალას’’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

 

როგორც ლატარია წერს, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს და საზოგადოება ამას შეეგუოს.

 

,,მაინც ვერ გავიგე, როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო იმ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან? როგორ შეიძლება, რომ აღიარების შემდეგაც კი ,,ისფედი" მიიჩნიო რაიმე კრიტერიუმით სანდოდ? როგორ შეიძლება, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა არ ისჯებოდეს? ეს და კიდევ უამრავი რამ ვერ გამიგია, რაც ეხება ამერიკის საელჩოსა და ისფედის დამოკიდებულებას გუშინ ქვეყნის გადატრიალებას უწყობდეს ხელს და დღეს მისი ჩართვა გინდოდეს რაიმე პროცესებში, ძალიან გაუგებარია... მოძრაობა „ხალხის ძალა“ - „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს და საზოგადოება ამას შეეგუოს,’’- წერს ლატარია.