გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: ISFED რადიკალებთან ერთად ხელისუფლების წალეკვას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა; რა გამოდის, აშშ- ს საელჩოს რევოლუციის და გადატრიალების შესახებ აქვს ინფორმაცია და ამ ადამიანებს მაინც მხარდაჭერას უცხადებს?

22-08-2022

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

 

მისი თქმით ამ ყოველივეს გამო ელჩის დაბარება უნდა მოხდეს შესაბამის უწყებაში და სახელმწიფო დეპარტამენტმაც უნდა გააკეთოს ახსნა განმარტება, თუ რას ემსახურება საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებებიც და ქმედებებიც.

 

„მოდი და ნუ დაეთანხმები, პარლამენტარების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ახლად გაკეთებულ განცხადებას, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-სა და ისევ აშშ-ს საელჩოს შესახებ: საელჩო, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციად წარმოგვიდგენს, აღშფოთებას გამოთქვამს მის სამუშაო ჯგუფში არ დაშვების გამო და მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ, აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ ნოემბერში საქმის კურსი იყო მათ მიერ „დაშვებული შეცდომის“ პარალელური ხმების დათვლის გამო და რის გამოც რადიკალურმა ოპოზიციამ თვეების განმავლობაში აჯანჯღარა ქვეყანა, ასევე სრულად არის საქმის კურსში რომ ISFED, არა თუ გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციის ჩარჩოებს, აგერ სულ ახლახან რადიკალების გვერდით იდგა, მათთან ერთად ითხოვდა ხელისუფლების წალეკვას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას.

 

რა გამოდის აშშ- ს საელჩოსა და მის ელჩს კელი დეგნანს რევოლუციისა და გადატრიალების შესახებ აქვს ინფორმაცია და ამ ადამიანებს მაინც მხარდაჭერას უცხადებს? ალბათ, ამ ყოველივეს გამო ცალკე ელჩის დაბარება უნდა მოხდეს შესაბამის უწყებაში და სახელმწიფო დეპარტამენტმაც უნდა გააკეთოს ახსნა განმარტება, თუ რას ემსახურება მათი ელჩის ასეთი, რბილად რომ ვთქვათ საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებებიც და ქმედებებიც, არის კი ეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის სწორი ფორმა?“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.