22-08-2022
,,შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ბანკს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება,’’- ასე ეხმიანება ეკონომისტი შოთა გულბანი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებს.
როგორც ექსპერტი წერს გასაკვირი არ არის, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ცდილობს მმართველი გუნდის ცვლილებით ინვესტორების თვალში დაკარგული რეპუტაცია აღიდგინოს.
,,შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ბანკს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება. როგორც გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები წერენ, ამ გადაწყვეტილებით შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი ცდილობს აღიდგინოს რეპუტაციული ზარალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფინანსურ ზარალთან, კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკმა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა.
ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბანკის ირგვლივ განვითარებული სკანდალური მოვლენები სათავეს იღებს სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გახმაურებული დავით, სადაც ბიძინა ივანიშვილმა და მისი უფლებების დამცავმა იურიდიულმა ფირმამ, მსოფლიო საინვესტიციო საზოგადოებას ნათლად დაანახეს ბანკის მხრიდან მისი კლიენტის უფლებების უხეში დარღვევა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ახადა ფარდა მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას, რაც ბანკის კეთილსინდისიერ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ სამეთვალყურეო საბჭო ცდილობს მმართველი გუნდის ცვლილებით ინვესტორების თვალში დაკარგული რეპუტაცია აღიდგინოს,’’- წერს ეკონომისტი facebook - ზე.