გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოსო არჩვაძე Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებებზე: ბიზნესს, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, დიდი დრო სჭირდება რეპუტაციის მოსახვეჭად, თუმცა მის მყისიერად დასაკარგად საკმარისია ერთი არამართლზომიერი ქმედება

22-08-2022

„ბანკში აღმასრულებელ დირექტორად, ფინანსურ და საოპერაციო ოფიცრებად, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ახალი სახეები ინიშნებიან. იმედია, ახალი სტაფი სრულად გაითვალისწინებს წინამორბედთა შეცდომებს და შეეცდება ბანკის შერყეული რეპუტაციის აღდგენას და საბანკო საქმიანობისა და კლიენტთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფას“- წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებების შესახებ.

 

მისი თქმით ბიზნეს-ურთიერთობებში რეპუტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სფეროში, სადაც ბანკის იმიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კლიენტების მოზიდვის, ისე ფინანსური ოპერაციების წარმატების უზრუნველყოფაში.

 

 „საქმიან, ბიზნეს-ურთიერთობებში რეპუტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. - ფირმისა და მისი ხელმძღვანელობის იმიჯი, რენომე არანაკლებ კაპიტალტევადი და კაპიტალმფორმირებადი აქტივია, ვიდრე უშუალოდ ფინანსური რესურსი ან საწარმოო კაპიტალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სფეროში, სადაც ბანკის იმიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კლიენტების მოზიდვის, ისე ფინანსური ოპერაციების წარმატების უზრუნველყოფაში. აღნიშნული ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დადასტურდა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მიმართებაში, რომელიც ბოლო თვეებში მის ერთ-ერთ მსხვილ დეპოზიტართან ბიძინა ივანიშვილთან წამოწყებულ „ბრძოლაში წესების გარეშე“ თავისავე დაგებულ მახეში გაიხლართა და რეპუტაციულთან ერთად მძიმე ფინანსური ზარალი განიცადა. ამაში სწორედ ბანკისა და მასთან აფილირებული სტრუქტურების მენეჯმენტის არამართლზომიერი ქმედების, სასამართლო დავებისა და სკანდალების შედეგია, რომელთა წამოწყება Credit Suisse-ს მხოლოდ 2022 წლის მეორე კვარტალში 1.65 მილიარდი დოლარის ზარალად დაუჯდა. ამგვარი შედეგი დგება, როდესაც მენეჯმენტი უგულვებელყოფს საბანკო საქმიანობის პრინციპებს, სამართლიანობას და ბოროტად იყენებს კლიენტის ნდობას.

 

არადა, მოპოვებულ რეპუტაციას, სახელს გაფრთხილება უნდა, რომელიც პოლიტკონიუნქტურას ფეხს აყოლილმა ბანკმა სწრაფად გაფლანგა. ასეთ პირობებში დღის წესრიგში დადგა Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებები. - ბანკში აღმასრულებელ დირექტორად, ფინანსურ და საოპერაციო ოფიცრებად, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ახალი სახეები ინიშნებიან. იმედია, ახალი სტაფი სრულად გაითვალისწინებს წინამორბედთა შეცდომებს და შეეცდება ბანკის შერყეული რეპუტაციის აღდგენას და საბანკო საქმიანობისა და კლიენტთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფას. ბიზნესს, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, დიდი დრო სჭირდება რეპუტაციის მოსახვეჭად, თუმცა საკმარისია ერთი არამართლზომიერი, არაკანონიერი ქმედება, მის მყისიერად დასაკარგად.

 

ბიზნესი, მით უფრო საბანკო, საქართველოში ისე არასდროს ყოფილა განვითარებული, როგორც შვეიცარიაში, თუმცა რეპუტაციული ფაქტორის მნიშვნელობა და მისი დაკარგვის საფრთხის ალბათობა კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჩვენს წინაპრებს. ქართულ ანდაზის „ტაშტი გატყდა, ხმა გავარდა“, მნიშვნელობა გლობალიზაციისა და საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური და გასათვალისწინებელი ხდება...“- წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.