გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ “პივიტის” შეცდომის თაობაზე აშშ-ის საელჩოს ISFED-ისთვის მაშინვე უნდა მიეცა მკაცრი მითითება, თუმცა პოზიცია „მომრიგებლური” იყო

22-08-2022

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ “პივიტის” შეცდომის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მაშინვე უნდა მიეცა მკაცრი მითითება, თუმცა მისი პოზიცია “მომრიგებლური” იყო.

როგორც დეპუტატმა „სამართიან არჩევნებსა“ და ამერიკის საელჩოზე საუბრისას განაცხადა, “ერთადერთი შანსი დარჩათ - რევოლუციური სცენარი, რათა ხელისუფლების ასე ცვლილება მოხდეს”.


“ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა [ISFED] და საელჩოს მკაცრი მითითება მაშინვე უნდა გამოეთქვა ამ ორგანიზაციის მიმართ, პირდაპირ მოეწოდებინა, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მსგავსი აცდენები არ შეიძლება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს რევოლუციური სცენარები, რაც მოჰყვა კიდეც, მაგრამ ამ დროს რა პოზიცია ჰქონდა საელჩოს? თითქოს მომრიგებლური. ამაში ვამხელთ ჩვენ - თუ ჩემი პარტნიორი ქვეყანა ხარ და გინდა ჩემს ქვეყანაში მშვიდობა, ევროპისკენ სვლა იყოს და აქცენტი დასავლურ ფასეულობებზე კეთდებოდეს, რატომ არ გაემიჯნა? როდესაც საპირისპირო მოხდა და როდესაც ჩვენ ჩავეძიეთ, ინფორმაცია მოვიძიეთ, მივედით საელჩოსთან, რომ ის მანიპულირებს ამ ყველაფრით. ეს არის საგანგაშო. რაც არ უნდა სპეკულაციები იყოს, ჩვენი დამუნათება ხდებოდეს, თითქოს ჩვენ ვიღაცის როლს ვასრულებთ, ვერავინ გაექცევა იმ ფაქტებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ყველა წერილში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


მისივე თქმით, “პივიტის” შეცდომის შესახებ საელჩო ინფორმირებული იყო და პროცესები, რაც არჩევნების შემდეგ განვითარდა “ხელოვნურად შექმნილი” იყო.

“ინფორმაცია საელჩოს უკვე ჰქონდა, ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი. საელჩო იყო ინფორმირებული და პროცესები, რომელიც შემდგომ განვითარდა, ხელოვნურად შეიქმნა. მიზანი იყო არჩევნების შედგებიდან გამომდინარე შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.