22-08-2022
ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ჩვენი კონსტიტუციით უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა. აქ არც ერთმა, რაც არ უნდა ჩვენი გულშემატკივარი ქვეყანა იყოს, არავინ უნდა დაგეგმოს მსგავსი პროცესები, არავის უნდა ჰქონდეს სურვილი, რაც არ უნდა კარგი სურვილი ჰქონდეს, რომ გარედან ჩარევით, ვინმეს კარნახით ხდებოდეს აქ ცვლილებები - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ხმის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
ყაველაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის საელჩო გამიჯვნოდა „ისფედს“, მაშინვე გამოეთქვა მკაცრი მითითება ამ ორგანიზაციის მიმართ და პირდაპირ მოეწოდებინა, რომ მსგავსი აცდენები არ შეიძლება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, იმიტომ, რომ შეიძლება გამოიწვიოს რევოლუციური სცენარები და ა.შ. რაც მოყვა კიდევაც, საელჩოს თითქოს მომრიგებლური პოზიცია ჰქონდა. მისივე თქმით, „პივიტი“-ს შეცდომის შესახებ ამერიკის საელჩო ინფორმირებული იყო, მიზანი იყო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი.
„ელჩის პასუხია კვლავ არგამიჯვნა, პირიქით, ის იცავს კიდეც. ასეთი იმიჯით მომუშავე ორგანიზაცია, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და უცებ ამხელა ცდომილება, არ გაჩერდა ეს დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში.
მას რომ მკაცრი მითითება მაშინვე გამოეთქვა ამ ორგანიზაციის მიმართ და პირდაპირ მოეწოდებინა, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, მსგავსი აცდენები არ შეიძლება, იმიტომ, რომ შეიძლება გამოიწვიოს რევოლუციური სცენარები და ა.შ. რაც მოყვა კიდევაც. რა პოზიცია ქონდა საელჩოს? - თითქოს მომრიგებლური.
ამაში ვამხელთ ჩვენ საელჩოს. თუ ჩემი პარტნიორი ქვეყანა და საელჩო ხარ, გინდა ქვეყანაში მშვიდობა იყოს, განვითარება, ევროპისკენ სვლა იყოს, დასავლურ ფასეულობებზე იყოს აქცენტი გაკეთებული, რატომ არ გაემიჯნა, რატომ არ გაეკეთა მსგავსი განცხადებები. როცა საპირისპირო მოხდა, ჩავეძიეთ, ინფორმაცია მოვიძიეთ, გავყევით ამ კვალს, ამ წინა წერილებში, მივედით საელჩოსთან, რომ ის მანიპულირებს ამ ყველაფრით და ეს არის საგანგაშო“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, რაც არ უნდა სპეკულაციები იყოს, ვერავინ გაექცევა მოყვნილ ფაქტებს, რაზეც ყველა წერილში საუბრობენ.
„ჩემი და ჩემი მეგობრების მთავარი მოვალეობა და გამიჯვნა ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს ვიდრე მოსახლეობის ინფორმირებისა, რომელმაც უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყანა. იმ ქვეყნებში სადაც დასავლური ფასეულობები მაღალ დონეზეა, პირიქით, აუცილებელიცაა არ დაიმალოს კრიტიკა, არ დაიმალოს მსგავსი ფაქტები და სათანადოდ იყოს გამოძიებული და ვინც ამ დანაშაულს ჩადის, არათუ შემდეგ სამუშაო ჯგუფში, საერთოდ გარიყული იყოს პოლიტიკიდან, ასეთი მიდგომებია იმ ქვეყნებში და ჩვენ რატომ ვართ სხვანაირი ქვეყანა? ეს ორგანიზაციები პასუხისმგებელი საელჩოსთან კი არ უნდა იყვნენ, პასუხისმგებელი უნდა იყვნენ საკუთარ მოსახლეობასთსნ და მოქალაქეებთან. ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი. ამას ვამტკიცებთ ჩვენ, დიახ, ამერიკის საელჩო იყო ინფორმირებული, ხელოვნურად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. მიზანი იყო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი“. აქ ეს საშიშროება იყო, ხელისგულზე გვქონდა, ცოტაღა იყო დარჩენილი. ამ არჩვენების დროს მოთმინება გამოიჩინა ხელისუფლებამ და ფაქტებით დავამტკიცეთ რომ არ გავაყალბეთ. 8 %-იანზე, საიდან მოიტანეს ეს ფეიკნიუსი და ამაზეც ბოდიში არ მოუხდიათ. ამას ვედავებით „ქართულ ოცნებას“, მაშინ უნდა გასმულიყო წითელი ხაზი, რომ მსგავს ორგანიზაციებს არანაირი მონაწილეობა არ მიეღოთ, პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.