გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ხომ შეგიძლია "დაგუგლო" და ადვილად იპოვი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, დეპუტატებიც და მათ შორის მეც, ყველა ჩვენგანმა მიულოცა უკრაინას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!

24-08-2022

,,რატომ გაურბიხართ სიმართლეს, რატომ საზრდოობ სიცრუითა და ცილისწამებით? ხომ შეგიძლია "დაგუგლო", "დასერჩო", "ჩაა-იანდექსო" და ადვილად იპოვი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, "ქართული ოცნების" დეპუტატებიც და მათ შორის მეც, თქვენ რომ მეძებთ 7 წელიწადია დედამიწის ზურგზე - ყველა ჩვენგანმა მიულოცა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!’’- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,პირველის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ხელისუფლებიდან არავის მოულოცია.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, უკრაინას და უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებმა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიულოცეს.

 

,,რა გინდა შვილო, რატომ ირთულებ შენს ისედაც მძიმე ხვედრსა და ფეიკ-შინაგან-ბუნებას, რატომ გგონია, ან ვინ მოგატყუა - რომ ჩვენ, დანარჩენებს, არასწორი, სხვანაირი ინტერნეტი გვაქვს, რომელიც თქვენი ინტერნეტისაგან განსხვავდება?! რატომ გაურბიხართ სიმართლეს, რატომ საზრდოობ სიცრუითა და ცილისწამებით? ხომ შეგიძლია "დაგუგლო", "დასერჩო", "ჩაა-იანდექსო" და ადვილად იპოვი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, "ქართული ოცნების" დეპუტატებიც და მათ შორის მეც, თქვენ რომ მეძებთ 7 წელიწადია დედამიწის ზურგზე - ყველა ჩვენგანმა მიულოცა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!

 

არ დაგცინით შვილო, არა! რამეთუ ავადმყოფები ხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ განკურნება. ან კიდევ უარესი - შეპყრობილები ხართ და კვეთებულის ლოცვები ნამდვილად მოგიხდებათ! სხვა რა კომენტარი გავუკეთო ამას, ნამდვილად არ ვიცი,’’- წერს ქართველიშვილი.