გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შეეცადნენ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას - ბათუმის მერი ”ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციაში ადანაშაულებს

24-08-2022

ბათუმის მერი უკრაინის მოქალაქეების მიერ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანმა ”ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.


მერის თქმით, ღონისძიება "საოცრებათა მოედანზე" აუცილებლად გაიმართება. მან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც მიმართა. მისი განცხადებით, ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტით, რომ გუშინ მედიაში ბათუმის მერის მოადგილის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმოწერა გავრცელდა.


"შეეცადნენ მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სამწუხარო ფაქტია.


მინდა ერთ კონრეტულ ფაქტზე გავამახვილო კვლავ ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ტელევიზიებით. დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე,"- აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.