გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა გიული ალასანიაზე: ნუ კეკლუცობს ტელეეკრანებიდან, ირინა ენუქიძე გაიხსენოს სარკის წინ პრანჭვისას; იქონიოს თავმოყვარეობა და ნუ ალანძღინებს თავს საზოგადოებას

24-08-2022

"15 წელი გავიდა ირინას გარდაცვალებიდან, ალბათ მშვიდად განისვენებს თავის სანდროსთან ერთად. მისი დიდი დამსახურება კი ის არის, რომ მისით დაიწყო კრიმინალური ბანდის, სახელად "ნაციონალური მოძრაობა" რღვევა, ფაქტიურად მან ახადა ნიღაბი "დემოკრატიის მშენებლებს”- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

 

"არის რაღაცეები, რასაც ადამიანები ვერ პატიობენ თავის თავს, მეც მათ შორის ვარ. ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, მაშინ როცა ირინა გვერდში დგომას ითხოვდა, მე ეს ვერ შევძელი, ვერ დავუდექი გვერდით, როცა ეს მახსენდება, ვიტანჯები, მაგრამ სახლში ორი თინეიჯერი ბიჭი მელოდებოდა, მათ სიცოცხლეს ვუფრთხილდებოდი.

 

15 წელი გავიდა ირინას გარდაცვალებიდან, ალბათ მშვიდად განისვენებს თავის სანდროსთან ერთად, ნათელში ყოფილიყვნენ. ირინას დიდი დამსახურება კი ის არის, რომ მისით დაიწყო კრიმინალური ბანდის, სახელად "ნაციონალური მოძრაობა" რღვევა, ფაქტიურად მან ახადა ნიღაბი "დემოკრატიის მშენებლებს." არ ვიცი იმ ნაძირალა მიშას უვარგისი დედა თუ წაიკითხავს ამ სტატუსს ან თუ ვინმე გადასცემს, მინდა ვუთხრა, უღირსი ქალბატონია. ერთხელ მაინც მოიკითხა ირინა იმ საშინელი ტრაგედიის დროს? თუმცა სად ეცლებოდა, საშოპინგოდ დარბოდა ალბათ. ისიც დედაა და ირინაც? ნუ კეკლუცობს ტელეეკრანებიდან, პოდიუმზე არ არის, ირინა გაიხსენოს სარკის წინ პრანჭვისას, იქონიოს თავმოყვარეობა და ღირსება, ნუ ალანძღინებს და ნუ აცინებს საზოგადოებას. რაც დედა, ის შვილიო, ნათქვამია”- წერს ფოჩხუა.