გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: ირინა ენუქიძე იყო და რჩება ქართველი დედის სიმბოლოდ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მკვლელი სისტემა ამხილა

24-08-2022

ირინა ენუქიძე არის ქართველი დედა, რომელმაც საკუთარი შვილის მკვლელები უშიშრად ამხილა, სისტემა გააშიშვლა და "ნაციონალური მოძრაობა" როგორც სისხლში ამოსვრილი პოლიტიკური ძალა ყველას დაგვანახა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი წერს.

 

მისი თქმით, ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

 

„დღეს 15 წელი გავიდა ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. ირინა ენუქიძე იყო და რჩება ქართველი დედის სიმბოლოდ რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მკვლელი სისტემა ამხილა. ის იყო ქალი რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამართლიანობისათვის ბრძოლას. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. (საზოგადოების დიდ ნაწილში არის სერიოზული ეჭვი რომ ის მკვლელმა რეჟიმმა მოიშორა). ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე ”ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” თქვა რომ ამ საქმეში ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „მოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება. საქმის შესაბამისი გარემოებები უფლებას აძლევს სასამართლოს გააკეთოს დასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ.

 

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის საქმიანობის ნაკლოვანება ცალკე აღებული შესაძლოა, არ იყოს საკმარისი გამოძიების არაადეკვატურობისათვის, მათი ერთობლიობის კუმულაციური ეფექტი საკმარისზე მეტია ამ შემთხვევაში. სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინსტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება, და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება“.

 

ირინა ენუქიძე არის ქართველი დედა რომელმაც საკუთარი შვილის მკვლელები უშიშრად ამხილა, სისტემა გააშიშვლა და "ნაციონალური მოძრაობა" როგორც სისხლში ამოსვრილი პოლიტიკური ძალა ყველას დაგვანახა! - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.