გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: ღალატი და საბჭოურობაა, როდესც წაგებული ომის შემდეგ, დედაშენს რუსულ "თელასში" КГБ-ს იმ გენერალ-მაიორის საკურატოროში მოაწყობ

24-08-2022

,,ცოტა უცნაურ ვითარებაში მიწევს ამ ქალბატონთან ვირტუალური დიალოგი - მას შემდეგ, რაც მე მისი ოჯახის წევრის მაგალითზე, დეტალებში ავხსენი, რას ნიშნავს "ღალატი" და რას ნიშნავს "საბჭოური" მენტალობა - მან მე ფბ-ზე დამბლოკა,” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,ტაბულას”დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook სტატუს.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, წინა ხელისუფლების დროს მიუხედავად იმისა, რომ ჩერგოლეიშვილის კანონით არ ეკუთვნოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურება, იგი მაინც სარგებლობდა. ქართველიშვილის თქმით, სწორედ ეს არის საბჭოური მენტალობა.

 

ექსპერტი იხსენებს ფაქტს, როდესაც მისი დედა, ბოკერიას გადაწყვეტილებით "თელასის" იმდროინდელ "სტაფში", КГБ-ს გენერალ-მაიორ ლევონ სტეფანიანის საკურატოროში მოაწყეს გარე სერვისის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

,,ცოტა უცნაურ ვითარებაში მიწევს ამ ქალბატონთან ვირტუალური დიალოგი - მას შემდეგ, რაც მე მისი ოჯახის წევრის მაგალითზე, დეტალებში ავხსენი, რას ნიშნავს "ღალატი" და რას ნიშნავს "საბჭოური" მენტალობა - მან მე ფბ-ზე დამბლოკა. რა გაეწყობა, ილია ჭავჭავაძის ციტირების შემდეგ, მისგან ამ წინადადებას: "ღარიბაშვილი არის ანტიქართველი საბჭოთა მანქურთი" - რა თქმა უნდა, ვერ გავატარებდი. "ალავერდი" მიღებულია. მაშ ასე - ჩერგოლეიშვილი as femina sovetica. დავიწყოთ... მაგარი გოიმობა, შინაგანი კომპლექსები და "საბჭოურობაა", როდესაც მიშას დროს, შენს ქმარს - კანონით ეკუთვნოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურეობა, მაგრამ შენ - არა. მიუხედავად ამისა, 2007-2009 წ.წ. (განსაკუთრებით!) ამ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები დასდევდნენ თითოეულ მოქალაქეს, ვინც "სხვანაირად" შეხედავდა კაბრიოლეტში, ან სტომატოლოგიურ კლინიკაში მადამ ჩერგოლეიშვილს, რაზეც "ჩერეზ" დასაცავი პირი-ქმარი მოდიოდა მისგან ისტერიული მოთხოვნა: "იპოვეთ!", "დასაჯეთ!", "მიპატაკეთ!". არ ეკუთვნოდა, მაგრამ ს.დ.ს.ს.-ს ერთ დანაყოფს ამუშავებდა მაინც დასაცავი-ქმარი თავის საბჭოური კომპლექსებით გაჟღენთილ მეუღლეზე.

 

ღალატის არომატის საბჭოურობაა, როდესაც ოკუპანტ რუსეთთან პროვოცირებული და წაგებული ომის შემდეგ, დასაცავ ქმარს სთხოვ, დედაჩემი, ანუ შენი სიდედრი, სადმე სარფიან ადგილას მომიწყე სამსახურში. და სხვა უკეთეს ადგილს რომ ვერ მონახავ - "თელასის" იმდროინდელ "სტაფში", КГБ-ს გენერალ-მაიორ ლევონ სტეფანიანის საკურატოროში რომ მოაწყობ გარე სერვისის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. იმ ლევონ ვლადიმეროვიჩ სტეფანიანის, რომელიც თბილისში "ინტერ რაო"-ს უშიშროების ბლოკის ხელმძღვანელის, ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ კუზნეცოვის რეკომენდაციით ჩამოვიდა. ეს არის ზუსტად - "საბჭოური მანქურთობა", ანტიქართველობა და ერის ღალატი. ჩემს მიერ ამ უტყუარი ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ამხანაგმა ჩერგოლეიშვილმა ფბ-ზე დამბლოკა, რითაც ირიბად მოაწერა ხელი ინფორმაციის უტყუარობას და თავის femina sovetica-ს სტატუსს. მე მყოფნის იმდენი შეგნება, რომ არ შევეხო მისი საბჭოური მენტალობის განსახიერების სხვა მეტად საინტერესო დეტალებს - ეს ორი ძირითადიც საკმარისად მიმაჩნია” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.