გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წელს საქართველო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ

25-08-2022

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს, შეხვდა.


სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.


მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.


ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.


აღსანიშნავია, რომ წელს ბანკთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. ფინანსთა მინისტრმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ პარტნიორობის მნიშვნელობას.


მსოფლიო ბანკთან 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.