გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსწავლებაში „Amber Mist 2022”

25-08-2022

მიმდინარე წლის 19-26 აგვისტოს პერიოდში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კიბერსწავლება „Amber Mist 2022”-ში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, სწავლება ეფუძნება კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამხედრო კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სისტემების წინააღმდეგ, სიმულირებულ კიბერშეტევებს და მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ოპერატიული დანაყოფების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობის შეფასებასა და გაძლიერებას კიბერსივრცეში ოპერაციების ჩასატარებლად, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე კრიზისის და შეიარაღებული კონფლიქტების დროს. საქართველოს გუნდი, ლიეტუველ, ამერიკელ, უკრაინელ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.