26-08-2022
,,თქვენო აღმატებულებავ კელი დეგნან, მოგმართავთ როგორც ამერიკის მოქალაქე და დაბადებით ქართველი - ამიტომ ორმაგად გულშემატკივარი ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის და დაახლოების,” - ასე მიმართავს ამერიკის მოქალაქე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს.
როგორც ლეჟავა წერს ელჩის ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი საქართველოს აღიქვამს არა როგორც მეგობარს და მოკავშირეს, არამედ როგორც აქტივს.
მისი აზრით დეგნანის ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს ქართველების თვალში ამერიკის და დასავლეთის იმიჯს.
,,თქვენო აღმატებულებავ კელი დეგნან, მოგმართავთ როგორც ამერიკის მოქალაქე და დაბადებით ქართველი - ამიტომ ორმაგად გულშემატკივარი ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის და დაახლოების. მინდა გითხრათ, რომ თქვენ როგორც სახელმწიფო მოხელეს და ასევე იმ სახელმწიფო მოხელეებს რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო და უპატიოსნო ქმედებებს გავალებენ აუცილებლად მოგეთხოვებათ პასუხი ამერიკელი ხალხისგან, რომელმაც დაგიქირავათ თქვენი საქმის პატიოსნად კეთებისთვის და რაც მთავარია ამერიკის ინტერესების დასაცავად. რასაც თქვენ აკეთებთ კი ამის საწინააღმდეგოა - აზიანებთ ამერიკის და დასავლეთის რეპუტაციას და იმიჯს ქართველების თვალში, რადგანაც თქვენ არა რომელიმე პარტიას არამედ მთელ ამერიკას წარმოადგენთ. დაფიქრდით და გაიაზრეთ რომ ამ იმიჯს, რეპუტაციას და ურთიერთობას მრავალი თაობა აშენებდა ორივე მხრიდან და ამ ყველაფრის გაფლანგვის უფლება თქვენ არ გაქვთ.
თქვენი და თქვენთვის დავალების მომცემების ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ საქართველოს აღიქვამთ არა როგორც მეგობარს, მოკავშირეს ან თუნდაც პროტექტორატს, არამედ როგორც აქტივს (asset) რომელსაც როცა დაგჭირდებათ მაშინ გახარჯავთ. კიდევ ერთი - სასარგებლოა რომ გესმოდეთ - აქ შტერი (stupid) არავინაა და შედეგად მიიღებთ დაზიანებულ საკუთარ იმიჯს, რაც დანაშაულის ტოლფასია. ან შეგვხედეთ ისე როგორც ებრაელთა სახელმწიფოს უყურებთ, ან გვითხარით რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ებრაელები აქ 26 საუკუნე ცხოვრობდნენ და ყველაზე კარგად იციან, რომ რაც ზემოთ მოგწერეთ ჭეშმარიტებაა,” - წერს ლეჟავა.