გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურიაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

26-08-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. გურიაში ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკითა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს სოფლის გარე პერიმეტრების დამუშავება. უკვე დამუშავებულია 540 ჰა ტერიტორია.


მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობითა და კოორდინაციით ტარდება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში, დარეგისტრირდეს ვებგვერდზე parosana.ge, რათა 24 საათით ადრე მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი წამლობების შესახებ.