შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა

26-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ იელეს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მინისტრის მოადგილემ FAO-სა და სამინისტროს შორის ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოში ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა  მჭიდრო თანამშრომლობისთვის.


 შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების,  სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის დაძლევის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.


რაიმუნდ იელეს განცხადებით,საქართველო FAO-სთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავაც გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის, სურსათის უვნებლობის განვითარების, სასურსათო სისტემების გარდაქმნის მხარდაჭერას, ასევე, სოფლის მეურნეობით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის თანაშემწე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.