გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით ქართველიშვილი: ვინ იფიქრებდა, რომ "საზკვების ეკონომისტი" ასე შორს გაფრინდებოდა- სიას აკლია "მონსენიორის" წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი

26-08-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც მისი ადვოკატის დიმიტრი მჭედლიშვილის შესახებ საუბრობს.

 

ქართველიშვილის თქმით შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო "რთული" ახსნა მოეძებნოს - კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, "ჩაეხსნა" ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას.

 

„სოსო გოგაშვილს გაუკეთეს პერსონალური გვერდი ფბ-ზე, წარწერით: "პოლიტიკური მოღვაწე". ანუ, წელიწადი არ გადის, ამ უნიკალურ პერსონაჟს ახალი სტატუსი არ გამოუჩნდეს. ვინ იფიქრებდა, რომ 1989 წელს, თსუ-ს მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილების აბიტურიენტი და 1998 წელს თსუ-ს სიღნაღის ფილიალის კურსდამთავრებული, სპეციალობით "საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი" - ასე შორს თუ გაფრინდებოდა: ვიცე-პოლკოვნიკი, სუს-ს ვიცე-შეფი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი, "უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის" დამფუძნებელი, "სახალხო პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი, აწ უკვე "პოლიტიკური მოღვაწე", აწ უკვე - "პოლიტპატიმარი".

 

ამ შთამბეჭდავ სიას აკლია "მონსენიორის" წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი. დღეს მას მორიგი "ეპისტოლე" დაუწერეს, საიდანაც თვალში მომხვდა ერთი საინტერესო წინადადება: "მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა".

 

აი აქ კი შევეცდები გარკვეული დახმარება გავუწიო "საჯარო მმართველობის დოქტორს" და "ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს".

 

დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი - სად გაქრებოდა დიმიტრი მჭედლიშვილი. პირადად ვიცი - როგორ "ქრებიან" გოგაშვილის ირგვლივ ადამიანები. ის ჯერ ცხინვალში გადავიდოდა, სადაც სოსოსთან მისატან საიდუმლო მასალებს გაიტანდა, იქიდან - მოსკოვში გადაიყვანდნენ, მერე - ციხეში ჩასვამდნენ, მერე - გამოუშვებდნენ, და ამჟამად - მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. მის პოვნაში გოგაშვილს შეიძლება დავით მაყიშვილმა აღმოუჩინოს დახმარება, რომელსაც აღწერილი მარშრუტით გაუჩინარებული ადამიანების ძებნის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია. თუმცა, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო "რთული" ახსნა მოეძებნოს - კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, "ჩაეხსნა" ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, ორი სავარაუდო ვარიანტი გავაჟღერე. ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რით დავეხმარო - არ ვიცი. "ემპათიის" ფსიქიატრების დასკვნებს დაველოდები“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.