გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღეს იმერეთი მთელი მსოფლიოს სოციალური მედიის ცენტრშია-მედეა ჯანიაშვილი

26-08-2022

იმერეთში 200 უცხოელი ბლოგერისა და ინფლუენსერის სტუმრობას მნიშვნელოვანს უწოდებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით მასშტაბური პროექტი ხელს შეუწყობს იმერეთსა და მთელ საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.


„ეს უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტია. დღეს იმერეთი მასპინძლობს 200 ინფლუენსერსა და ბლოგერს. ისინი აბუ-დაბიდან ეწვივნენ რეგიონს. შესაბამისად დღეს იმერეთი მთელი მსოფლიოს სოციალური მედიის ცენტრშია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მათ მიერ მომზადებული შინაარსობრივი ნაწილი სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეგიონის პოზიციონირებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე და რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლებს არა მხოლოდ იმერეთი არამედ მთელი საქართველო“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მასპინძლობს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ხორციელდება.


„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.


პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა - საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს - ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის მერია, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.


სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 30 მილიონზე მეტი ადამიანი გაიცნობს იმერეთსა და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.