გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: გერმანელების დაახლოებით 2/3 უკმაყოფილოა ბ-ნი შოლცით და მისი კოალიციით

26-08-2022

გერმანიის სპეცსამსახურების გაფრთხილება - ოლაფ შოლცი უნდა მოემზადოს "ბრაზიანი შემოდგომისთვის", რადგან ქვეყანაში ძალადობრივი არეულობები იფეთქებს - წერს Facebook-ზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კვლევითი ინსტიტუტის INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის პოპულარობა სულ უფრო კლებულობს და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა დეკემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ.

 

"გერმანიის სპეცსამსახურების გაფრთხილება - ოლაფ შოლცი უნდა მოემზადოს "ბრაზიანი შემოდგომისთვის", რადგან ქვეყანაში ძალადობრივი არეულობები იფეთქებს. კვლევითი ინსტიტუტის INSA-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის პოპულარობა სულ უფრო კლებულობს და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა დეკემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ.

 

გერმანელების დაახლოებით 2/3 უკმაყოფილოა ბ-ნი შოლცით და მისი კოალიციით. The Times-ის ცნობით, დაზვერვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან, რომ ექსტრემისტები როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფლანგზე შეეცდებიან გაერთიანებას და მობილიზებას სისტემის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში. გერმანიის კონტრდაზვერვის წარმომადგელმა სტეფან კრამერმა საზოგადოებრივ განწყობებს "ფეთქებადი" უწოდა. მრავალი ბიზნესი გაკოტრდა, ველოდებით ცივ და ძვირ ზამთარს, სიღარიბე შეეხო საშუალო კლასსაც, პანდემიის შოკის შემდეგ ხალხი უკიდურესად გაბრაზებულია. როცა საზოგადოება გრძნობს რომ დაუცველია, საჯარო აგრესიის ალბათობა ძალიან მაღალია, - განაცხადა კრამერმა" - წერს აბაშიძე.