გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვატო შაქარიშვილი: არავითარი სხვაობა არ არის, რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებს აყენებ საკუთარ ქვეყანაზე მაღლა! ხოშტარიასა და ქუთელიას შორის, მხოლოდ მიღებულ ვალუტაშია სხვაობა

26-08-2022

მოძრაობა ,,აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას ამერიკის ელჩი თუ მიბრძანებს ამას!

 

აღნიშნული ფილოსოფიის ადამიანები არიან ენჯეოებში, პოლტიკური პარტიების უმრავლესობაში და ისინი იბრძვიან ხელისუფლებისთვის იმისათვის, რომ საკუთარი თავისუფლების შემდეგ, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტიც. მისი თქმით საჯარო სივრცეში არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეცილებიან მონობაში, ვინ შეასრულებს უკეთ ნებისმიერ დავალებას, თუნდაც ანტისახელმწიფოებრივს და ვინ იქნება უკეთესი აგენტი.

 

„ეს არ არის მხოლოდ იაგო ხვიჩიას პერსონალური მიდგომა, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის დამახასიათებელი სინდრომი.(ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქია) საჯარო სივრცეში არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეცილებიან მონობაში, ვინ შეასრულებს უკეთ ნებისმიერ დავალებას, თუნდაც ანტისახელმწიფოებრივს და ვინ იქნება უკეთესი აგენტი. მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას ამერიკის ელჩი თუ მიბრძანებს ამას! აღნიშნული ფილოსოფიის ადამიანები არიან ენჯეოებში, პოლტიკური პარტიების უმრავლესობაში და ისინი იბრძვიან ხელისუფლებისთვის იმისათვის, რომ საკუთარი თავისუფლების შემდეგ, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტიც. ისინი, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახურებაში იღებენ ხელფასს და თავხედურად გვთავაზობენ ასეთ ლოგიკას, რომ ამერიკის აგენტობა - პატრიოტიზმის უმაღლესი მწვერვალია, ხოლო რუსეთის აგენტობა - მოღალატეობა. რათქმაუნდა არავითარი სხვაობა არ არის, რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებს აყენებ, საკუთარ ქვეყანაზე მაღლა! ლიაკა ხოშტარიასა და ბათუ ქუთელიას შორის, მხოლოდ მიღებულ ვალუტაშია სხვაობა. ორივე უცხო ქვეყნების მიერ არის დაქირავებული და ეს ხელს არ უშლის მათ იყვნენ ერთ პარტიაში… ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქია - ამ გაგების პოლიტიკოსებით ქვეყანას ვერ ავაშენებთ! ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია!“- წერს ვატო შაქარიშვილი.