გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნანა კაკაბაძე: მონობა სწორედ ის არის, როდესაც უკრიტიკოდ, თავდახრილად და მორჩილად ეთანხმები ნებისმიერი სხვა ქვეყნის, თუნდაც მოკავშირედ მიჩნეულის, ნებისმიერ პოზიციას

26-08-2022

„მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ზოგადად სხვა ქვეყნის აგენტობა კი არ არის ცუდი და მიუღებელი, არამედ მხოლოდ რუსეთის აგენტობაა ქვეყნის ღალატი“ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

 

მისი თქმით თუ ნებისმიერი სხვა, და მით უმეტეს, დასავლეთის ქვეყნის აგენტი ხარ, ეს არათუ დასაძრახი არ არის, არამედ პირიქით, საამაყო და პატრიოტულიც კია, რადგან ე. ი. შენი მტრის მოწინააღმდეგე ან კონკურენტი ქვეყნის საქმეს აკეთებ, რითაც ასუსტებ შენს მტერს.

 

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მონობა სწორედ ის არის, როდესაც უკრიტიკოდ, თავდახრილად და მორჩილად ეთანხმები ნებისმიერი სხვა ქვეყნის, თუნდაც მოკავშირედ მიჩნეულის, ნებისმიერ პოზიციას.

 

„სხვა ქვეყნის აგენტობა, შენი ქვეყნის ღალატია მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ზოგადად სხვა ქვეყნის აგენტობა კი არ არის ცუდი და მიუღებელი, არამედ მხოლოდ რუსეთის აგენტობაა ქვეყნის ღალატი. თუ ნებისმიერი სხვა, და მით უმეტეს, დასავლეთის ქვეყნის აგენტი ხარ, ეს არათუ დასაძრახი არ არის, არამედ პირიქით, საამაყო და პატრიოტულიც კია, რადგან ე. ი. შენი მტრის მოწინააღმდეგე ან კონკურენტი ქვეყნის საქმეს აკეთებ, რითაც ასუსტებ შენს მტერს. მოკლედ რომ ვთქვათ, მუშაობს რწმენა, რომ „ჩემი მტრის ყველა მტერი ან კონკურენტი ჩემი მეგობარია“.

 

სამწუხაროდ, ასეთი მოკლე ხედვა არცთუ მცირე რაოდენობის საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში უპირველესად საკუთარი ინტერესები გააჩნია, ხოლო როდესაც შენ სხვა ქვეყნის ინტერესებს აყენებ პრიორიტეტულ მდგომარეობაში, ანუ სხვა ქვეყანას ემსახურები (თუნდაც ამას იმით ამართლებდე, რომ „იმ სხვა ქვეყნის ინტერესები“ ემთხვევა შენი ქვეყნისას), ამით უკვე ღალატობ საკუთარ სამშობლოს.

 

ჩერჩილის ცნობილი გამოთქმა, რომ „ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები“, ნებისმიერ სხვა ქვეყანას, და რა თქმა უნდა, საქართველოსაც მიესადაგება. თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, იმპერიების აბობოქრებულ ოკეანეში მოხვედრილი საქართველოს „მუდმივი ინტერესები“ იყო, არის და ალბათ მომავალშიც იქნება ერის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა და განვითარება, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ქვეყნის მოდერნიზაციის გზით ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. ამ მიზნების მიღწევა მხოლოდ საკუთარი სამშობლოს მსახურებით შეუძლია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფარულ თუ აშკარა სამსახურში შესვლით.


ასეთი ხალხი ვერასოდეს ვერ შეძლებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, როდესაც იმ სხვა ქვეყნის ინტერესები რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში თანხვედრაში აღარ იქნება მისი სამშობლოს ინტერესებთან. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მხოლოდ კოლექტიური დასავლეთია ჩვენი ქვეყნის მხსნელი და გადამრჩენელი, ამიტომ ყველაფერში უნდა მივენდოთ მათ, ყველა სურვილი შევუსრულოთ და ამით ვიხსნით თავს რუსეთის იმპერიისგან. აქედან კოლექტიური დასავლეთის აგენტობის გამართლებამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო ვინც ასე არ ფიქრობს, მას რუსეთუმეს და მონას ეძახიან. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მონობა სწორედ ის არის, როდესაც უკრიტიკოდ, თავდახრილად და მორჩილად ეთანხმები ნებისმიერი სხვა ქვეყნის, თუნდაც მოკავშირედ მიჩნეულის, ნებისმიერ პოზიციას. ასეთებისათვის კი შემდეგი ნაბიჯი ხდება სხვა ქვეყნის (თუნდაც მოკავშირის) ინტერესების მისი სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დაყენება. ამის შემდეგ კი ასეთები მზად არიან იმ სხვა, (შენი საოცნებო) ქვეყნის სამსახურში შეხვიდე და აგენტიც გახდე. ეს კი უკვე სამშობლოს ღალატია.“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.