27-08-2022
კვლევითი ორგანიზაცია Rasmussen Reports-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ზედმეტად პოლიტიზებულია.
კითხვაზე -ეთანხმებიან თუ არა მტკიცებას, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა პოლიტიზების დაუშვებელ მდგომარეობას მიაღწია- რესპონდენტებმა შემდეგმნაირად უპასუხეს:
41% კატეგორიულად ეთანხმება
16% გარკვეულწილად ეთანხმება
11% გარკვეულწილად არ ეთანხმება
24% კატეგორიულად არ ეთანხმება
8% არ არის დარწმუნებული
გამოკითხულ ამომრჩეველთა უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიმართ მიმდინარე გამოძიება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულია.
კვლევითმა ორგანიზაცია Rasmussen Reports-მა ათასი ამერიკელი ამომრჩეველი გამოკითხა 23-24 აგვისტოს პერიოდში. გამოკითხვის შედეგების ცდომილება +/- 2%-ს შეადგენს.