გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტურიზმისეროვნულიადმინისტრაციისტრენინგი – „ ტურისტული სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”

29-08-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს, ამ ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგი- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“

 

ტრენინგის თემატიკები:

  1. საერთაშორისო სტანდარტი „ინკლუზიური ტურიზმი და  ISO 21902:2021 ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები - ინკლუზიური ტურიზმი ყველასთვის - მოთხოვნები და რეკომენდაციები  2021-07“
  2. ინფრასტრუქტურისა და სერვისების მისაწვდომობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შშმ პირთათვის - უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები.
  3. ინკლუზიური ტურიზმის გამოწვევები საქართველოში და მსოფლიოს გამოცდილება.

 

  1. ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის- შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

 ტრენინგი განკუთვნილია, როგორც განთავსების ასევე კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისათვის, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სექტორში დასაქმების მსურველებსაც.

 

ტრენინგები მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ადგილებს: ქ.თბილისი, ქ.თელავი, ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ქუთაისი, ქ.ბორჯომი, ქ.წყალტუბო, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია, ქ.ბაღდათი, ქ.ამბროლაური, ქ.ონი, ქ.ოზურგეთი, ქ.გორი.

 

ტრენინგები იწყება 31 აგვისტოს ქალაქი თელავიდან.

ხანგრძლივობა 1 დღე

 

ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა მონაწილეს ადმინისტრაციისგან გადაეცემა სერტიფიკატი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე. A.aroshidze@gnta.ge