29-08-2022
,,გიგა ბოკერია - რუსეთის აგენტობას, "ცრუ"-ს აგენტობა სჯობია. მდაა, საკმაოდ "საინტერესო" მიგნებაა. ისმის ელემენტარული შეკითხვა - რატომ?,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე გიგი ბოკერიას ნათქვამს.
როგორც გაბრიჭიძე წერს, უცხო სახელმწიფოზე მომუშავე ადამიანს აგენტი ქვია და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დასჯილი.
,,გიგა ბოკერია - რუსეთის აგენტობას, "ცრუ"-ს აგენტობა სჯობია. მდაა, საკმაოდ "საინტერესო" მიგნებაა. ისმის ელემენტარული შეკითხვა - რატომ? დაზვერვაზე გადაღებულ საბჭოთა ფილმებში სსრკ-ს "წარმომადგენლები იყვნენ მზვერავები, ხოლო უცხოეთის ან ჯაშუშები, ან შპიონები. დაახლოებით მსგავსი აზროვნება აქვს ბატონ ბოკერიას.
არ დავიწყებ ღრმა ფილოსოფიურ, თუ ფსიქოლოგიურ ჩაძიებებს და გავყვები მარტივ ლოგიკას: სავარაუდოდ იმიტომ, რომ ცრუში ინგლისურად ლაპარაკობენ და ფსბში რუსულად. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ შტირლიცი ცუდი კაცი იყო, ხოლო აბვერის შპიონი კარგი. გულაგის ოფიცერი ცუდი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მთავარი სამხედრო კომენდანტი რუდოლფ ჰიოსე კარგი. აქ შპიონის ფუნქციები შეიძლება სხვა კუთხითაც დავინახოთ.
მაგალითად, თუ რუსულ ფულს იღებ იმ მოტივით, რომ პუტინს ტანკების საყიდელ ფინანსებს დარტყმა მიაყენო, ცსს-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) ფული არ უნდა გამოართვა, რადგან ამ ფულით ნაყიდი ტანკი რუსეთს ეომება (აი სად დაერხათ არასამთავრობოებს. ვინ იცის რამდენი ტანკის ფული დააკლეს ამერიკელებს). არა, ასეთი მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი - უცხო სახელმწიფოზე (რომელიც არ უნდა იყოს) მომუშავე ტიპი არის შპიონი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომჟღავნდეს და დაისაჯოს,’’ - წერს გაბრიჭიძე.