29-08-2022
5 - 26 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
N |
ადგილი |
თარიღი |
მისამართი |
დრო |
|
1 |
ლანჩხუთი |
05.09.2022 |
ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით |
10:00-17:00 |
|
2 |
გურჯაანი |
05.09.2022 |
თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) |
10:00-17:00 |
|
3 |
ლენტეხი |
05.09.2022 |
თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
|
4 |
ყვარელი |
06.09.2022 |
კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან |
10:00-17:00 |
|
5 |
ხონი |
07.09.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
|
6 |
დუშეთი |
08.09.20.22 |
რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი |
10:00-17:00 |
|
7 |
ვანი |
08.09.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
|
8 |
ბაღდათი |
09.09.2022 |
წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
|
9 |
ამბროლაური |
12.09.2022 |
კოსტავას ქ. 20 |
10:00-17:00 |
|
10 |
მარტვილი |
13.09.2022 |
თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ |
10:00-17:00 |
|
11 |
ტყიბული |
13.09.2022 |
კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
|
12 |
ცაგერი |
14.09.2022 |
რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
|
13 |
ონი |
15.09.2022 |
აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ |
10:00-17:00 |
|
14 |
საჩხერე |
16.09.2022 |
თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
|
15 |
ყაზბეგი |
22.09.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
|
16 |
კასპი |
26.09.2022 |
სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან |
10:00-17:00 |
|
17 |
ამბროლაური |
26.09.2022 |
კოსტავას ქ. 20 |
10:00-17:00 |
|