გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შარტავას გამზირზე სკვერის მოსაწყობად 126 646 ლარი გაიხარჯება

15-06-2018

რუსთავში, ჟიული შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე, სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,ალგეთის“ დირექტორ შალვა შალვაშვილს შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ალგეთს“ შორის, ხელშეკრულება გაფორმდა. 
პროექტი ჟიული შარტავას მოედანზე, ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შიდა ეზოში (ლერმონტოვის #4, #8 და გურამიშვილის #5, #9) სკვერის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.
ხელშეკრულების ღირებულება 126 646 ლარია. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა და 14 აგვისტოსთვის დასრულდება

ინფორმაცის რუსთავის მერია ავრცელებს

"inforustavi"