29-08-2022
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას ნათქვამს ეხმიანება.
მისი თქმით, როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ. ვიმეორებ - ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს - მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი "პატრიარქია", ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა.
„ევროპის საუკეთესო პრაქტიკისა და დასავლეთის შესაბამის სპეციალისტთა მონაწილეობით, ორი კანონია მისაღები - სამშობლოს ღალატისა და დეზინფორმაციის შესახებ. როდესაც კანონმდებლობა გამართულია და აღსრულებაც არ აყოვნებს, იქ მავნებლები და პოლიტიკური დივერსანტები ვეღარ ხარობენ. ვიმეორებ - ევროპელი იურისტების მონაწილეობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯამბაზებს - მაგალითად, გიგა ბოკერიას, რომელიც CIA-ის აგენტობას ნატრულობს და იაგო ხვიჩიას, რომლისთვისაც აშშ-ის ელჩი "პატრიარქია", ამნაირების განაჩენი ამომრჩეველიცაა“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.