გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს

29-08-2022

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“  განხორციელდება.

 

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

 

პროგრამის მიზანია  ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს  წარმოებული პროდუქცია, ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი და  არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა. 

 

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

 

პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით,ცვლილებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის   „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ქვეკომპონენტში.

 

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, ნაცვლად წლიური 8% პროცენტისა სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად9 თვის განმავლობაში.

 

აღსანიშნავია, რომ ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს9 თეთრს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით.

 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, კვლავ განსაზღვრულია ბანკებისთვის ფიქსირებული და მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევები საფინანსო ინსტიტუტიებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთების ჭრილში.