გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, „აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო

29-08-2022

აგრობიზნესში ჩართული ქართული კომპანიებისთვის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში"და სოფლის განვითარების სააგენტომ ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყეს. პროგრამა მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდა.


პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.


პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.


ექსპორტის საბაზრო კავშირების დამწარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტომ.